მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: დასავლეთს აქვს რაღაც დამოკიდებულება, რაც კოლონიალიზმის გადმონაშთი მგონია

ახლა გაცილებით საღად ვუყურებ [დასავლეთს], ვფიქრობ, რომ შეიძლება ძალიან ფარისევლობდნენ ხოლმე, ორმაგი სტანდარტები ჰქონდეთ, ასევე დამოკიდებულება, რაც მე მგონია, რომ კოლონიალიზმის გადმონაშთი შეიძლება იყოს, ამასთან მართლა ფიქრობენ, რომ პატარა ახალბედების ადგილი მაგიდასთან არაა. ჰენრი კისინჯერმა ერთხელ კერძო საუბარში უთხრა სარა პეილინს, რაც ჩემამდეც მოვიდა: სააკაშვილი მცირეხნიან მოთამაშეს ჰგავს, რომელიც მაგიდასთან დიდ მოთამაშეებთან პოკერის სათამაშოდ ისე მოდის, რომ ჯიბეში კარტი არ უდევსო.

საქართველოს ექს-პრეზიდენტი IWPR-თან ინტერვიუში.

კომენტარები