ბახტაძემ მუსლიმებს ყურბან ბაირამი მიულოცა: საქართველოს ძლიერება მრავალფეროვნებაშია

დღევანდელი დღე არის იმედის, სიყვარულის, გაჭირვებულთა დახმარების დღე. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ჩვენს მოქალაქეებთან ერთად დღევანდელ დღესასწაულს ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩები აღნიშნავენ. მინდა მათ მივესალმო და ყურბან ბაირამი მივულოცო. მე ყოველთვის ვამბობდი და დღესაც, ამ დღესასწაულის აღნიშვნისას უნდა გავიმეორო, რომ საქართველოს ძლიერება არის მრავალფეროვნებაში. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები ერთად აშენებდნენ სამშობლოს და ჩვენ ვართ ამ დიდი წინაპრების შთამომავლები და თითოეული ჩვენთაგანი ამით ამაყობს. ჩვენი ვალდებულებაა, რომ ეს დიდი ტრადიციები, დიდი სიყვარული მომავალ თაობებს გადავცეთ. საქართველოს ძლიერება არის სწორედ მის მრავალფეროვნებაში და იმაში, რომ განსაცდელის ჟამს ჩვენ ერთ მუშტად შეკრული ვდგავართ და სიხარულის დროს ვუზიარებთ ერთმანეთს სიხარულს. კედევ ერთხელ გილოცავთ, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას ერთიან ძლიერ საქართველოში

თქვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თბილისის მთავარ მეჩეთში სტუმრობისას [ინტერპრესნიუსის შიფრი]

კომენტარები