ხოშტარია ავთანდილ წერეთელის საქმეზე: პირდაპირ ოჯახის წევრებით ვაჭრობა მიდის

ეს არის ოცნების გადასვლა რეპრესიებზე. მოქალაქეებზე რეპრესიები. ის სასამართლო, რომელიც ასევე ჩანიშნულია დღეს, აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების დაშინების მიზნით გამოკეტვა 20 ივნისის მოვლენების შემდეგ და მეორე, ის რომ დღეში რამდენიმე ნიუსი გვხვდება, ხან ხაზარაძეს უყადაღებენ რაღაცას, ახლა ტვ პირველი მფლობელის მამა, ანუ პირდაპირ ოჯახის წევრებით ვაჭრობა მიდის და ამის ამოცანაა არის ასევე ფინანსური წყაროების ჩაჭრა და ამითი ცხადია ტვ პირველის დაზარალება. მას შემდეგ რაც, რუსთავი 2 ჩამოშალეს, ახლა თავდასხმა არის ტვ პირველზე, ეს ყველაფერი არის ერთი პროცესი და ამ ყველაფერს ჰქვია ბიძინა ივანიშვილის მცდელობა რეპრესიების გზით შემოეპიტინოს, ჩამოეკიდოს ძალაუფლებას, რაც აუცილებლად კრახით დამთავრდება, რადგან რაც უფრო მძლავრი იქნება მისი სურვილი, რომ  ასე ძალადობრივად შეინარჩუნოს ძალაუფლება, მით უფრო დიდი იქნება პროტესტი და ეს პროტესტი არსად არ გამქრალა, არავის ამის ილუზია არავის არ ჰქონდეს, ძალიან სერიოზულ საზოგადოებრივ პროტესტს მიიღებს ბიძინა ივანიშვილი ამ უსამართლობის გამო რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ.

ევროპული საქართელოს წევრი ელენე ხოშტარია, ტვ პირველთან საუბრისას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის შესახებ, რომელსაც ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში და მას ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან. ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის მფლობელის ვატო წერეთლის მამაა.

კომენტარები