ზვიად ძიძიგური

ძიძიგური: 2008 წელს ტერიტორიების 20% ჩააბარა ენმ-მ რუსებს, არ მივიღებ მათგან ოკუპაციაზე ლაპარაკს

ახლა, აქ, ახალგაზრდა კაცი, ჩემს თავს ზემოთ იდგა და გავრილოვს მეძახდა მე. ბოდიში მომითხოვია, 1993 წელს, შევარდნაძემ სამოქალაქო დაპირისპირების დროს ქვეყანაში შემოიყვანა ბალტინის ფლოტი. ბალტინი თავად, საზღვაო სპეცდანაყოფი და ამ სპეცდანაყოფმა დაბომბა სენაკი. რამდენიმე დღის განმავლობაში ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემდეგ ხელისუფლება შეინარჩუნებს სწორედ  ამ რუსული სპეცდანიშნულების რაზმებით, ბალტინის რაზმებით და არ ვღებულობ იმ ადამიანებისგან ბალტიის სიების შემოთავაზებას და არც ოკუპაციაზე ლაპარაკს, ვინც ამაში მონაწილეობდა და ტაშს უკრავდა შევარდნაძეს ამისათვის.

1994 წელს, მინდა გაგახსენოთ კოლეგებო, დაგომისის ხელშეკრულება და სოჭის ხელშეკრულება, რომლითაც სოხუმში და ცხინვალში ჩააყენა შევარდნაძემ რუსული ჯარები და მას შემდეგ ქართული იურისდიქცია ამ ჩვენს ტერიტორიებზე არ განხორციელებულა. და ტაშს უკრავდნენ ამაზეც შევარდნაძეს და ხელისუფლებაში ვინც იყვნენ მაშინ, ისინი დღესაც არიან პოლიტიკაში და არ მივიღებ მათგან არავითარ, ასეთი ტიპის ოკუპაციაზე ლაპარაკს.

2008 წელს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტი ჩააბარა წინა ხელისუფლებამ ოკუპანტ რუსებს. არ მივიღებ მათგან არავითარი ტიპის შენიშვნას და ოკუპაციაზე ლაპარაკს და ბოლოს, ახალგაზრდების ერთი ნაწილი, მათი წარმომადგენლების, რომლებიც ათასგვარი მაქინაციებით თავს იძვრენენ, რომ ჯარში არ წავიდნენ და შემდეგ საოკუპაციო ხაზთან მიდიან და შიშველი უკანალებით ებრძვიან ოკუპაციას, არც მათგან არ მივიღებ ოკუპაციაზე ლაპარაკს. დიდი ბოდიში მომითხოვია ამისთვის, მაგრამ ეს ასეა

თქვა ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის სხდომაზე.

კომენტარები