სამთავრობო ცვლილებები

კახიძე: ბიძინას უტიფარი ნაბიჯით უიმედობის დათესვა სურს, ეს თავხედობა უარესად შემოუტრიალდება

ივანიშვილმა იცის, რომ მისი რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა. გავრილოვის ღამემ საბედისწერო დარტყმა მიაყენა და ეგეც კარგად მოეხსენება.

კრიზისი იმდენად ძლიერი იყო, რომ პრემიერის ბოდიში, გავრილოვის გაგდება და სპიკერის მოხსნა არ აღმოჩნდა საკმარისი, მას მოუწია ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აუცილებელი მექანიზმის - მაჟორიტარული არჩევნების დათმობა.

ამიტომ გახარიას დანიშვნა არის ძალის დემონსტრირების მცდელობა, რაც სინამდვილეში საზოგადოებას არწმუნებს, რომ ივანიშვილი არ არის ადეკვატური და ხელისუფლებიდან აუცილებლად მოსაშორებელია.

ბიძინას მარტივი გათვლა აქვს - უტიფარი ნაბიჯით სურს უიმედობა დათესოს და ხალხს ათქმევინოს - “ამას ყველაფერი გასდის”.

სინამდვილეში ეს თავხედობა უარესად შემოუტრიალდება და მწარედ დამარცხდება არჩევნებზე მომავალ წელს

ევროპულული საქართველოს დეპუტატი ოთო კახიძე სამთავრობო ცვლილებებზე.

კომენტარები