ღარიბაშვილი გირჩზე: ამ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ჯარის ძლიერებას

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით რაც ბოლო წლებში განვითარდა, ეს არის პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია ჩვენი ერის. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობის და ჩვენი ოპონენტების, ნაცმოძრაობის და მათთან აფილირებული წევრების, ე.წ გირჩის ინიცატივას, რომლის ფარგლებშიც ხდება პირდაპირი დეგრადაციის მცდელობა ჩვენი მომავალი თაობის, რაც არის დაუშვებელი. არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა ვთქვა, რომ ამ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოს და ჩვენი ჯარის ძლიერებას, მე არ მოვერიდები თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი, ამაზე თქვენთან ერთად ვიმუშავებ, ეს იქნება ერთერთი პირველი ამოცანა, საზრუნავი ჩემი მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი დარეგულირდეს, ჩვენი სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დააორგანიზოთ იმ ფორმით, როგოც არის აპრობირებული მთელ ცივილიზებულ სამყაროში

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო მოსმენისას გირჩის "ბიბლიური თავისუფლება" ახალგაზრდობის "დეგრადაციასა" და სახელმწიფოსთვის "ძირის გამოთხრაში" დაადანაშაულა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები