სამთავრობო ცვლილებები

ბოკერია: ივანიშვილი თვლის, რომ ერთადერთი შანსი მისი გადარჩენის რადიკალიზაციაა

უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა მთელ ქართულ საზოგადოებას ივანიშვილმა ამ ტიპის ფიგურის [გახარიას] წარდგენით. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩემთვის დიდი განსხვავებაა არაა ივანიშვილის სხვადასხვა მარიონეტებს შორის. უბრალოდ გახარიას წარდგენა იყო დამატებითი სილის გაწვნა, იმიტომ, რომ მინიმალური დემოკრატიული სტანდარტი, გავრილოვის ღამის შემდეგ, ის ვინც პოლიტიკურად უშუალოდ ფორმალურად პასუხისმგებელი იყო - უნდა გადადგეს, ესეც კი არ დაიცვა, აქაც მან [ივანიშვილმა] გამოწვევა ესროლა საზოგადოებას, იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, ის თვლის, რომ ერთადერთი შანსი მისი გადარჩენის არის რადიკალიზაცია, რომ კიდევ უფრო მეტ გამწვავებაზე წავიდეს და პოლარიზაცია მოახდინოს

ამბობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია პალიტრანიუსის გადაცემაში "360გრადუსი".

კომენტარები