მარშანია: არ მივესალმები ფიზიკურ ძალადობას, მაგრამ ემოციურად მესმის კვიციანის

მე არანაირად არ შემიძლია მივესალმო ფიზიკურ ძალადობას, მითუმეტეს, როდესაც ამას პარლამენტის წევრი სჩადის, ჩემი კოლეგა ბატონი ემზარი, მე ძალიან მტკივა გული. მაგრამ წმინდა ემოციურად და ადამიანურად მე მესმის მისი. ადამიანი, რომელიც 15 წელი იარაღით ხელში კოდორის ხეობას მართლა იცავდა, ყინვაში, სიცხეში, თავდასხმები იყო. ადამიანი, რომელსაც უამრავი ნათესავი დაღუპული ჰყავს ახალგაზრდები, მერე უკანონოდ დააპატიმრეს, ასეთ ადამიანს მართლა მოღალატეები და გაუგებარი ადამიანები რომ უყვირიან მოღალატე ხარო, მე ემოციურად მესმის ემზარისი, მაგრამ არ მივესალმები ფიზიკურ ძალადობას. მეც მეძახეს მონა მონა 10 წუთი, მაგრამ მე ვიყავი მშვიდად, იმიტომ რომ მე ხომ ვიცი რომ არავის მონა არ ვარ.

ადა მარშანია ემზარ კვიციანის შესახებ. პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ემზარ კვიციანმა დღეს აქცია "სირცხვილიას" მონაწილეებს, რომლებიც პარლამენტთან, მთავრობის დამტკიცების სხდომის პარალელურად სირცხვილის დერეფანს მართავდნენ, აგინა, ასევე რამდენიმე მათგანს ხელი დაარტყა. კვიციანმა აგინა პოლიციასაც. თუმცა, ის არ დაუკავებიათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან მანქანით გაიყვანა. კვიციანი ამ წუთებში "პატრიოტთა ალიანსის" ყრილობას ესწრება.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები