კალაძე: ხაზარაძე ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, ასეთი ბევრი გვინახავს

მამუკა ხაზარაძეს ვერ გამოვყოფდი რაღაც განსაკუთრებულად. ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიას შექმნის, რომელიც ბევრი გვინახავს ჩვენ ასეთი პარტიები. თუმცა, მე ვისურვებდი, რომ პოლიტიკური პარტიები და ზოგადად ოპოზიცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძლიერი ოპოზიციის არსებობა, პირველ რიგში ქვეყნის განვითარებისთვის, წინსვლისთვის და ხელისუფლებისთვისაც მნიშვნელოვანია ოპონენტი, რომელიც შენთან შემოდის დებატებში, აქვს პოლემიკა არა დესტრუქციული ხასიათის

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ, მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებული პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით თქვა.

კომენტარები