არჩევნები 2020

ბერძენიშვილი ევროპული საქართველოს და თავდემების მოწოდებაზე: ეს არის ოპოზიციონერობის ტესტი

ბევრჯერ გვითქვამს, მე ბევრჯერ მითქვამს ეს პირდაპირ ტელეეთერითაც, რომ ოპოზიციონერობის ტესტია ფაქტიურად ის, აპირებს თუ არ აპირებს კატეგოირულად ესა თუ ის პარტია, უარი უთხრას ივანიშვილს კოალიციაზე ან რაიმე სხვა ფორმით მთავრობის შექმნაზე.

კარგია, რომ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ასე ღიად და მკაფიოდ შემოეურთდნენ ამ უკვე გაცხადებულ ინიციატივას. ეს, ალბათ, ძირითადად მიმართულია იმ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ, ზოგს მეტი პრეტენზია რომ აქვს, ზოგს ნაკლები, მაგრამ ხომ იცით, რომ იქმნება ახალი ჯგუფები, ყველა ამბობს, რომ "2020-ის არჩევნებს მოვიგებ და მე შევქმნი კოალიციას", ძირითად მათ მიმართ არის, ალბათ ეს არის მამუკა ხაზარაძის მიმართ, უპირველეს ყოვლისა

რესპუბლიკელი დავით ბერძენიშვილი ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების მოწოდებაზე პროდასავლური ოპოზიციური პარტიების მიმართ - მკაფიოდ განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, ქართულ ოცნებასთან კოალიციაში არ შევლენ და მთავრობას არ დააკომპლექტებინებენ.

კომენტარები