ბერძენიშვილი: ინაშვილის მივარდნა კონფერენციაზე და საელჩოსთან ხელისუფლების უნიჭო თამაშია

ინაშვილი თარხან-მოურავი ესაა ბიძინა ივანიშვილის ქვედანაყოფი, რომელსაც 2016 წელს 5,01% გამოუწერა და დასვა პარლამენტში. ვინც არ უნდოდა, თავისუფალი დემოკრატები, ისინი 5%-ს ქვემოთ დატოვა. სრულიად გასაგებია, მანიპულირების საშუალება რაკი ჰქონდა ივანიშვილს, მან გამოიყენა ეს პრორუსული პოლიტიკური ძალის უკვე პარლამენტში შესაყვანადაც. ეს პირველი შემთხვევა არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, კომუნისტების შემდეგ ასე ღიად დეკლარირებული ჯგუფი. რაც შეეხება ინაშვილის მივარდნას ხან კონფერენციაზე, ხან ამერიკის საელჩოსთან ეს არის მორიგი უნიჭო თამაშის გაგრძელება ივანიშვილის ხელისუფლებისა. ივანიშვილს არავინ დარჩა მის ორბიტაში მოთამაშე ირმა ინაშვილის გარდა. 

რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი პატრიოტთა ალიანსის მიერ ამერიკის საელჩოსთან დაგეგმილ აქცია მთავარ არხთან საუბრისას ეხმაურება. 10 სექტემბერს პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი, ირმა ინაშვილი, თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მივარდა და მისი ჩაშლა სცადა. ის კონფერენციაზე მიწვეული არ ყოფილა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები