ქართული ოცნება

ქაცარავა: საბედნიეროდ, დრო, როდესაც გიგა ბოკერია ადამიანებს აბულინგებდა, წარსულს ჩაბარდა

საჯაროდ ითქვა, თორემ ეს რომ დახურულ კარს მიღმა ყოფილიყო, თქვენგან განსხვავებით ნამდვილად მაქვს პოლიტიკური ეთიკა, რომ არ გამომეტანა დახურულ კარს მიღმა ის რეპლიკა, რაც ბატონმა გიგა ბოკერიამ ჩემ მიმართ გააკეთა. არ გამიკვირდა, სხვათა შორის, როდესაც სრულიად უსაგნო კამათის შემდეგ მომმართა და გააფთრებულმა მითხრა, რომ ის გამანადგურებდა, შემდეგ დააკონკრეტა, რომ მე ის პოლიტიკურად გამანადგურებდა. მინდა მივმართო ბატონ გიგას, დრო, როდესაც ის ადამიანებს აბულინგებდა, საბედნიეროდ წარსულს ჩაბარდა. ეს ძალიან კარგია.

აქვე მინდა მივმართო ბატონ გიგა ბოკერიას - მისი გამოწვევა მივიღე. მოუთმენლად ველი და დავაკვირდები იმ პროცესს, როდესაც პოლიტიკურად განადგურებული და დამარცხებული გიგა ბოკერია შეეცდება ჩემს პოლიტიკურ განადგურებას. გადაეცით თქვენც, თუ გნებავთ

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავა ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები