პარლამენტის სხდომა

მდინარაძე ევროპულ საქართველოს: პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა

პრორუსული ძალა კი არა, თქვენ ხართ რუსული ძალა. თქვენი გუნდის მმართველობის განმავლობაში აკეთეთ რუსული საქმე. ორმაგი სტანდარტია, რომ თქვენი დანაყოფები, „ევროპული საქართველო“ და საკუთრივ „ნაციონალური მოძრაობა“, თავს უწოდებთ პროდასავლურს, მოუწოდებთ პროდასავლურ ძალებს კოალიციაში არ შევიდნენ 2020 წელს ქართულ ოცნებასთან და თქვენი გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ შეეკვრება პრორუსულ ძალებს, ოღონდ ეს ხელისუფლება დაამხოს და დაამარცხოს. ეს ერთი ინდიკატორი.

მეორე, დადარაჯებული არიან ეს ადამიანები, რომ ვინმეს რამე წამოცდეს ომის თემაზე. რომ მისი ინტერპრეტაცია მოახდინონ და მეორე მხრივ, ორივე შტო ნაცმოძრაობის ასე ხმაშეწყობილად რეზოლუციის მხარდაჭერას, ომის შედეგებს, თითქოს „ქართულ ოცნებას“ დაეკარგოს ტერიტორიები და „ქართულ ოცნებას“ შეეწყოს ხელი და ყველაზე საშინელ დანაშაულს თავის მმართველობის პერიოდში ჩადენილს, აქეთ ამისამართებენ.

მესამე, ვითომ ეთანხმებით პრაგმატულ პოლიტიკას და დასავლურ მხარდაჭერას ჩვენი სახელმწიფოს მიმართ. და ამ დროს, კვარტალში ერთხელ შემოაგდებთ ისეთ თემას, სპეკულაციურს აბსოლუტურად, რომლის შედეგები შეიძლება დამაზიანებელი იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქართული სახელმწიფოსთვის და არა ოკუპანტი სახელმწიფოსთვის.

ემიჯნებით ვითომ ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ერთად მავნებლობთ ტყუილებით და ტყუილებზე აგებული პიარ-სტრატეგიით. შემდეგი თემა. ერთის მხრივ ლაპარაკობთ დასავლურ ღირებულებებზე და კომიტეტზე გიგა ბოკერია შეურაცხყოფას აყენებს და განადგურებით ემუქრება სოფო ქაცარავას. მერე გამოხვალთ და დასავლურ ღირებულებებზე და მაღალ მატერიებზე ლაპარაკობთ ისეთი პათოსით, თითქოს მართლები იყოთ და გჯეროდეთ თვითონვე რასაც ლაპარაკობთ.

გმობთ ხოლმე სპეკულაციურ განცხადებებს და ისეთი პათოსით გამოდიხართ აქაც, თითქოს ეს სპეკულაციები ძალიან გაღიზიანებთ და ამ დროს, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა პრემიერმინისტრი, პენსიების ზრდაზე და შესაბამის რესურსზე ილაპარაკა და მეორე თუ მესამე დღეს გამოდის თქვენი ლიდერი და ხელისუფლებას უნდა ვაიძულოთ, პენსიები გავზარდოთო. სპეკულაციის მეტი ხარისხი ალბათ წარმოუდგენელია.

გვარამია, თქვენი სულიერი ძმა, მეორე შტოდან, პროდასავლურობაზე ლაპარაკობს და აქაც აკრძალვებს და სამომავლო ბულინგს ეწევა, 2020 წლისთვის პრევენციას აკეთებს და ამ დროს, „პატრიოტთა ალიანსის“ ყოფილი მთავარი დამფინანსებლისგან იღებს დღეს დაფინანსებას და იმის ბაზაზე რაღაცებს აკეთებს.

ეს ყველაფერი არის თქვენთვის ცუდი, იმიტომ, რომ ამ თემებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, სიღრმეებზე თქვენ არ გინდათ ლაპარაკი, გჭირდებათ მხოლოდ ორმაგი სტანდარტები და ტყუილზე აგებული კამპანია, რომ რამენაირად საზოგადოებას მოატყუოთ. არ ტყუვდება ეს საზოგადოება. ყველა არჩევნებს მაინც აგებთ, ასევე წააგებთ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე მიმართავს ევროპულ საქართველოს პარლამენტის სესიაზე.

კომენტარები