ლევან ვასაძე: საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა

ყველაფერში მაგრები ვართ, ქართველობის გარდა. მე, მგონია, იმ ე.წ. მამაკაცებს, ვინც დაუშვა ქვეყნის ვიცესპიკერი ქალბატონისა და ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ასე შეურაცხყოფა, ვეცადო ახლა მათ უვარგისობაზე რამე ავუხსნა, დაახლოებით იგივეა, ახლა მე რომ კრამერს ავუხსნა, რომ დასავლური სნობიზმი და სუპრემატიზმი მცდარია და მას ვეცადო, რომ ქცევა ვასწავლო. 

იმ საკონფერენციო ოთახში კი ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ამ ჩვენს დედალკაცებს ელოდა, იქნებ გამომესარჩლონო და მერე თვითონვე მოიშორა მასზე ხელების მოთათუნე ინდაური. ეს იყო საოცრად სიმბოლური გამოვლინება ამ მონების ფსიქოლოგიისა, რომლებიც ჩვენ გვეძახიან მონებს და გაგრძელება იმ ცირკის სერიალისა, სადაც უკვე მოწიფული ასაკის ქართველმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დიდხანს უთმინა უკიდურესი პირდაპირი შეურაცხყოფა მასზე მიმხდარ ჯეელებს და მერე მთელი მათი დაფშტვენილი ახალგაზრდობა გაბერტყა მარტოდ მარტო და ეს ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცოიდები მერე აწიკვინდნენ ბავშვებს რატომ გვიტყამთო.

ამაზე პრორუსმა ​ბიზნესმენმა და სიძულვილის ჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ვასაძემ Facebook-ზე, "ტელემიმართვაში" ისაუბრა და კიდევ ერთხელ გააკეთა ჰომოჰობიური, ქსენოფობიური და სექსისტური განცხადებები. 10 სექტემბერს ირმა ინაშვილი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა. ინაშვილთან ერთად, თბილისი რუმსში მივიდა ტელეკომპანია ობიექტივის ჟურნალისტიც, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა. შეჭრის მცდელობისას, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს სიტყვიერად დაუპირისპირდა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები