ბაქრაძე: პრეზიდენტმა UN-ში არ გამოიყენა საქართველოს პრობლემების გატანის შესაძლებლობა

მთლიანობაში ეს იყო ზოგადი და არაფრის მომცემი გამოსვლა. რა თქმა უნდა გაეროს ტრიბუნაზე საქართველოს პრეზიდენტი უნდა შეეხოს გლობალურ თემებს. ისეთს როგორებიც არის, მაგალითად, კლიმატის ცვლილება ან გლობალური მიგრაცია. მაგრამ არასწორია როდესაც საქართველოს პრეზიდენტი დაახლოებით ერთ სიბრტყეზე აყენებს, თანაბარ დროს უთმობს და თანაბარი ემოციით საუბრობს ოკუპაციაზე, საქართველოდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე და კლიმატის ცვლილებასა და მსოფლიო მიგრაციის პრობლემებზე. ამიტომ ეს იყო ზოგადი გამოსვლა, არ იყო გამოყენებული შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველოს პრობლემები მიგვეტანა გაეროს წინაშე და რაც მთავარია, რეაქცია მოგვეთხოვა მათგან, არამხოლოდ ფორმალურად გვეხსენებინა ოკუპაცია, კონფლიქტი და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემა

ასე აფასებს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გაეროში გამოსვლას.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები