მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები მაქვს, ვატარებ ჯვარს...

აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეა - ვატარებ ჯვარს და... ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან.​

ყოველთვის, მთელი ეს წლები, განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების... ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა...

[ყველაფერი] რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი თანაგუნდელის, ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერის, გიგა ბოკერიას შესახებ მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები".

კომენტარები