ქართული ოცნება

ბესელია: 7 წლის თავზე, იმაზე მეტი ადამიანია სამართლის მოლოდინში, ვიდრე გვყავდა 2012 წელს

7 წელი შესრულდა რაც ქართული ოცნება მოვიდა მთავარი დაპირებით, მთავარი იდეით, სამართლიანობის იდეით და სამწუხაროდ ამ 7 წლის თავზე იმ ადამიანებს ვინც ეს პირველი ოქტომბერი მოიტანა და ვის მხრებზეც გადაიარა იმ ადამიანებს ყველაზე მეტი შეურაცხყოფა მივაყენეთ და ყველაზე მეტად ვატკინეთ გული. განსაკუთრებით იმათ ვინც არ იმსახურებდა 7 წლის თავზე იმის თქმას რომ ვინც მათ ჩაგრავდა და უსამართლოდ ექცეოდა, რომ გაკეთილშობილდნენ, გასხივოსდნენ და უვადოდ უნდა აღზევდნენ, მე მათ პირადად მინდა, იმ ადამიანების სახელით ვინც მათ პირდებოდა, რომ სამართლიანობა აღდგებოდა, პატიება ვთხოვო და ვუთხრა რომ ეს არის იდეა, რომელიც ჩვენ არ გავიწყებია და რომლისთვისაც ჩვენ არ გვიღალატია. ვინც ზურგი შეაქცია და არჩია დროის, გარემოების, კომფორტის თუ სხვა რაღაცის გამო ეღალატა ამ მთავარი იდეისთვის, ამაზე ალბათ საზოგადოება თავად გააკეთებს თავის არჩევანს მომავალ წელს. მაგრამ ახლა, როდესაც 7 წლის თავზე, ყველაზე კრიტიკული, მნიშვნელოვანი, რთული და საპასუხიმგებლო პროცესი მიმდინარეობს პარლამენტში. როდესაც ამ 7 წლიანი რეფორმის შედეგებს ვხედავთ, რომ ის მოსამართლეები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოხატავდნენ უსამართლობის დროს თავიანთ უპრინციპო დამოკიდებულებას, ბოდიშს კი არ იხდიან, კი არ ნანობენ რამეს, რომ რაღაცა ისეთი გააკეთეს, რამაც ხელი შეუწყო იმ ძალადობრივი რეჟიმის ჩამოყალიბებას, არამედ ამბობენ რომ ყველაფერი კარგად იყო, უბრალოდ ახლა კიდევ უფრო კარგად უნდა იყოს. 

7 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ შემდეგი, უფრო მეტი ადამიანი, სამართლის მოლოდინში, ვიდრე გვყავდა 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე. იმ ადამიანებს დაემატათ, კიდევ უფრო მეტი ადამიანი. დღეს გვყავს განაწყენებული მხარდამჭერები, განაწყენებული საერთაშორისო პარტნიორები, ის კარგი დინამიკაც, რაც გვქონდა ადამიანის უფლებების კუთხით პირველ წლებში, რითიც მართლაც გვეამაყებოდა, არის დარტყმის ქვეშ და საფრთხისქვეშ. მე მგონია, რომ მოსამართლეთა შერჩევის პროცესი ეს ერთ-ერთი ბოლო შანსია 2020-ის წინ. ეს პროცესი საბოლოოდ გასცემს ალბათ ყველაფერს პასუხს

უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები