არჩევნები 2020

კობახიძე: თუ ჩვენ ხმების 45% მაინც ვერ მივიღეთ, შეიძლება, კოალიციის შექმნა შეუძლებელი გახდეს

თუ ქართულმა ოცნებამ ვერ მოიპოვა მანდატების 45% მაინც, შემდეგ პარლამენტში, სავარაუდოდ, კოალიციის შექმნა ძალიან გართულდება და შეიძლება, შეუძლებელიც კი გახდეს, ანუ ჩვენ დაახლოებით მივიღებთ იმ შედეგს, რაც არის ისრაელში, როდესაც ორი არჩევნები ჩატარდა და გამომდინარე იქიდან, რომ არის რადიკალური სხვადასხვაობა მოსაზრებებში თუ შეხედულებებში კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, დღემდე ვერ იკვრება კოალიცია ვერც ერთ და ვერც მეორე მხარეს. ანუ, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ასეთი შედეგი დადგეს და საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ - იმ შემთხვევაში, თუ ქართულმა ოცნებამ ხმების მინიმუმ 45% არ მოაგროვა. თუმცა 45% და უფრო მაღალი შედეგიც საკმაოდ რეალურია...

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები