ბაქრაძე: ოპოზიციამ მკაფიოდ უნდა თქვას, რომ პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება

ბოლო ორი არჩევნებია ვხედავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავარი არგუმენტი არჩევნების მოსაგებად არის მოსახლეობის დაშინება, რომ ოპოზიციის გამარჯვებას მოჰყვება არეულობა, შურისძიება და ადამიანების დაპატიმრება. ამიტომ აუცილებელია, არჩევნებამდე, ყველა პასუხისმგებლიანმა ოპოზიციურმა ძალამ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის და მაგრამების გარეშე, გააკეთოს მკაფიო განაცხადი, რომ არანაირი პოლიტიკური დევნა და შურისძიება არ იქნება. ეს არის ჩვენი, ევროპული საქართველოს განაცხადი. 

ევროპული საქართველოს ლიდერი დავით ბაქრაძე "მთავარის" ეთერში კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მნიშვნელოვანია ოპოზიციამ არჩევნებმადე თქვას, რომ მათი ხელისფულების მოსვლის შემთხვევაში ოპონენტებზე შურისძიება არ იქნება. ამის შესახებ ვრცლად გიგა ბოკერიამ ისაუბრა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები