დავითულიანი: საზ. ტრანსპორტზე ვაკეთებთ აქცენტს, ინდივიდუალურის შესამცირებლად, რამე უცხოა?

წინასაარჩევნო პროგრამაში ხომ ეწერა, რომ მეტრო უნდა იყოს მგზავრების მთავარი გადამყვანი, ავტობუსი მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ტრანსპორტის სახეობაა, მესამე მიკროავტობუსები და მერე ტაქსები. საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვაკეთებთ აქცენტს, ინდივიდუალური ტრანსპორტის შესამცირებლად. რამე უცხოა ამაში? არჩევნებამდე ამას არ ვამბობდით და რამე სხვას ვაკეთებთ, ხალხს ამას არ დავპირდით? ამ ყველაფერში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლის მასშტაბიც ძალიან დიდია, რეალურ მინუსს რომ ვერ ხედავთ, რაღაც სისულელეს ამოქექავთ და ტყუილად ყვირით.

საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა, სხდომაზე ოპოზიციას მიმართა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები