კალაძე: კ​ატეგორიულად მიუღებელია, ბამპერები არ იყოს [თეთრად] შეღებილი და ისე დადიოდეს მანქანა

ავტომობილები, რომლებიც A კატეგორიაში არიან, თუმცა არ არის მთლიანად გადაღებილი ან ფირი არ აქვს მთლიანად გადაკრული. მე მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, მინდა ვიცე-მერს, ირაკლი ხმალაძეს დავავალო, რომ საკრებულოს მიერ დამტკიცებულ წესში შევიდეს ცვლილება, თუ ამის საჭიროება იქნება და მოითხოვეთ ფერის სრულად დაკმაყოფილება. კატეგორიულად მიუღებელია, რომ მაგალითად, ბამპერები არ იყოს შეღებილი ან არ ჰქონდეს ფირი გადაკრული და ისე დადიოდეს ეს ავტომობილი. რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. გქონდეთ კომუნიკაცია ამ მძღოლებთან. მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იქნება დაჯარიმებადი​ და რაც შეიძლება ძალიან სწრაფად მოახდინონ ფირის გადაკვრა ან გადაღებვა, რომ მოიყვანონ იმ სტანდარტიზაციის ფარგლებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იქნა გაჟღერებული.

ეს განცხადება კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები