მეუფე იაკობი: კვირიკაშვილი, გახარია და გომელაური მეჩალიჩებოდნენ პატრიარქი გადავაყენოთო

კვირიკაშვილის პრემიერობის დროს დამიძახეს. კვირიკაშვილი და ვახო იყვნენ [გომელაური] ვახო ყველაზე წესიერი კაცი იყო. შეხვედრაზე ცოტა დააგვიანა გახარიამ. მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ ჩვენ გვინდა პატრიარქი გადავაყენოთ და შიო დავაყენოთ პატრიარქადო.

მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას?! ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალ პატრიარქზე მის წინააღმდეგ როგორ მიდიხართთქო.

მაგ სამი კაცისთვის ვინმეს რომ არ დაევალებინა...პირდაპირ ბრძოლად ვუცხადებ ვინც მაგათ ეგ დაავალა. 

ვახოს [გომელაურს] ყოველთვის წესიერი პოზიცია ეჭირა. 

მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს ჩხარტიშვილის ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ.

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ყოფილი პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში გამართული შეხვედრის შესახებ ტვ პირველის ეთერში საუბრობს. მისი თქმით, შეხვედრას ვახტანგ გომელაური გიორგი გახარია და კვირიკაშვილის ესწრებოდნენ. შეხვედრა პრემიერის კაბინეტში გაიმართა.

კომენტარები