საქართველოს პატრიარქი არის ჩვენი ქვეყნის სულიერების, ჩვენი წარსულის, დღევანდელობის და მომავლის შემკვრელი სიმბოლო. მსგავსი წარმოუდგენელი თავდასხმები გახლავთ შეტევა ქვეყანაზე, ჩვენს სახელმწიფოებრიობასა და ეკლესიაზე. ადამიანები, რომლებიც ვერ თოკავენ საკუთარ ეგოს, უდიდესი რისკის ქვეშ აყენებენ ჩვენს დღევანდელობასა და ხვალინდელ დღეს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე დღეს იქნება ჩვენი პატრიარქის გვერდით. რა თქმა უნდა, ჩვენ ამასაც მოვერევით, ამასაც გავუძლებთ და აქედანაც უფრო გაძლიერებული გამოვალთ ჩვენი პატრიარქი ლოცვა-კურთხევით
tbl.ge/4543
დაკოპირდა
საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საგანგებო განცხადებას ავრცელებს. დღეს, მეუფე პეტრე ცაავამ თქვა, რომ კათოლიკოს-პატრიარქი, "პედარასტიასა და მამათმავლობის" ცოდვითაა შეპყრობილი.
გიორგი გახარიაილია მეორესაქართველოს პატრიარქიპეტრე ცაავასაქართველოს მთავრობაწმინდა სინოდისინოდის სხდომა
ამავე თემაზე
- მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილზე: სეკულარულ ქვეყანაში ვართ, იურიდიული ბერკეტი არ გაგვაჩნია
- მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდმა სამძიმრის წერილები დაწერა და ყოფით საკითხებზე ისაუბრა
- "ვნახოთ, პატრიარქი გამოიტანს საკითხებს" – სინოდის სხდომა 12:00-ზე დაიწყება
- გარეჯი, ვაქცინაცია, ზნეობრივი საკითხები – წმინდა სინოდის სხდომა დასრულდა
- საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი წელს პირველად შეიკრიბა