თალაკვაძე ფილმზე: ერთ მხარეს სურს საკუთარი თავი გამოხატოს, მეორე მხარისთვის ეს მიუღებელია

ხელისუფლება უზრუნველყოფს თავისი მოქალაქეების უფლებების განხორცილებას. ხშირად ხდება ისე, რომ ეს უფლებები ძალიან ახლოს დგას ერთმანეთთან. ანუ, ერთის მხრივ არიან ადამიანები, ვისაც სურთ საკუთარი თავი გამოხატონ, მეორე მხრივ არიან ადამიანები ვისთვისაც, ეს მიუღებელია და სურთ პროტესტის დაფიქსირება. ხელისუფლება უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ძალადობა, არ მოხდეს უფლებების დარღვევა.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტვ პირველის ეთერში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ძალადობრივი ჯგუფები პრემიერის ჩაშლას გეგმავენ და ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები