ბოკერია: ჯგუფები, რომლებიც პრემიერის ჩაშლას ცდილობენ, საქართველოს თავისუფლების მტრები არიან

ეს ჯგუფები, რომლებმაც კამპანიაა ააგორეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" გარშემო და მათ შორის არიან სამწუხაროდ, სასულიერო პირები, არიან ჩვეულებრივი პროპუტინული ფაშისტები და საქართველოს თავისუფლების მტრები. რა თქმა უნდა, მათაც აქვთ უფლებები, როგორც ყველა სხვა მოქალაქეს, მაგრამ მათი შეფასება უნდა იყოს ცალსახა. ჩვენი პოლიტიკური გუნდის პოზიცია არის ამ ქვეყნის თავისუფლების დაცვა. ეს ხალხი გათავხედდა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად, იმიტომ რომ ივანიშვილის მათ იყენებს საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ და საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის გასატარებლად, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და ჩვენი ქვეყნის შიგნით ადამიანების თავისუფლების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ფილმის " და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე. ძალადობრივი ჯგუფები პრემიერის ჩაშლას გეგმავენ და ამბობენ, რომ ფილმის ჩვენებას არ დაუშვებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები