საპატრიარქო

ილია II: ქართველი ნიჭიერ პიროვნებებს არ აფასებს, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის

დღეს მინდა, კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ადამიანი ქმნის ისტორიას, ნიჭიერი ადამიანი. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ამბობს, ისტორია თავისთავად კი არ მოდის, არამედ ადამიანი ქმნის ისტორიას, გავუფრთხილდეთ ადამიანს. ძალიან ზერელედ ვუყურებთ ადამიანის არსებობას. ქართველი არ აფასებს ნიჭიერ პიროვნებებს, უფრო სწორად, არ აფასებს კი არა, უარყოფს, თრგუნავს, ებრძვის ნიჭიერ ადამიანებს. უნდა გვახსოვდეს, რომ ის ნიჭიერი ადამიანები მოგვცა ჩვენ, რომ ხალხს დაეხმაროს უფალთან მისვლისთვის. გახსოვდეთ, ადამიანის გარეშე დედამიწა არაფერია, დედამიწა მკვდარია. ამიტომ, უნდა გაუფრთხილდეთ თქვენს შვილებს, მშობლებს. არაერთხელ მითქვამს თქვენთვის, რომ მშობლების პატივისცემა ეს არის დიდი ნიჭი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა.

ყოველ ადამიანს აქვს რაიმეს ნიჭი. ეს არის ღვთისაგან ბოძებული საჩუქარი. ჩვენი დამსახურება კი არ არის, უნდა დააფასოთ. ნიჭიერ ადამიანზე უნდა თქვათ, რომ ის ნიჭიერია, მხარში უნდა ამოუდგეთ. თქვენც გახარებული იქნებით და ისიც. არ არსებობს უნიჭო ადამიანი, ​საჭიროა მხოლოდ იმ ნიჭის გამონახვა. შეიძლება ნიჭიერი იყოს ტექნიკაში, მეცნიერებაში, სოფლის მეურნეობაში, მაგრამ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. მოძებნეთ თქვენი ნიჭი და ღმერთი დააგვირგვინებს მას დიდი წარმატებითა და დიდი შედეგებით. ნუ მიაყენებთ ერთმანეთს შეურაცხყოფას, ცილს ნუ დასწამებთ, გიყვარდეთ ერთმანეთი

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ამის შესახებ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგების დროს ისაუბრა. ქადაგების ტექსტს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

კომენტარები