არჩევნები 2020

შიოლაშვილი: ივანიშვილს შევხვდი, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას

საკმაოდ მძიმე შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ ჩვენს პოზიციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვერ შევჯერდით და მგონი, ვაწყენინე კიდეც ბატონ ბიძინას. ჩემი მხრიდან პოზიციის სიზუსტეში ვერ დავარწმუნე, ისე, როგორც მან ვერ დამარწმუნა, რატომ უნდა დავუჭიროთ ამ კანონპროექტს მხარი. ვრჩები ჩემს პოზიციაზე. დამრჩა შთაბეჭდილება და დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ბატონი ბიძინა მუშაობს ყველა იმ დეპუტატთან, რომელიც ჩვენს რიგებში მოიაზრება. ვერ გეტყვით ხვალისთვის რა შედეგები იქნება, თუმცა რასაც ვამბობ, გიდასტურებთ, რომ ბატონ ბიძინას პირისპირ შევხვდით პარტიის ოფისში

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა ქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა. ის ერთერთია იმ მაჟორიტარებიდან, ვინც ორი დღეა, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საჯაროდ ეწინააღმდეგება. ქართულმა ოცნებამ ამის გამო, კენჭისყრა გადადო.

კომენტარები