მდინარაძე ოპონენტებზე: ეძახონ ახლა იმ მაჟორიტარებს მონები, აღმოჩნდა, რომ თურმე, ასე არაა

არ ვიცი, რამდენად იყვნენ ჩვენი ოპონენტები მოწოდებულები პროპორციული სისტემის გასვლისაკენ, როდესაც აანონსებდნენ და შემდეგ აორგანიზებდნენ აქციებს. ეძახონ ახლა მონები იმ მაჟორიტარებს, რომლებსაც მოიხსენიებდნენ მარტო ღილაკზე თითის მიმჭერებად და აღმოჩნდა, რომ თურმე ასე არ არის. ცოტა პასუხისმგებლობით მიუდგნენ საქმეს

ქართული ოცნების დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ, ამის შესახებ მედიასთან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ისაუბრა

კომენტარები