პროპორციული საარჩევნო სისტემა

წერეთელი: აღმოჩნდა, რომ პროპორციულზე გადასვლის გადაწყვეტილება არც იყო მიღებული

მე ვფიქრობ, რომ გამომდინარე იმ ვითარებიდან, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ორი დღის განმავლობაში, ეს მართლა ფარსი, რომელიც დაიდგა, ეს გადაწყვეტილება [პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის] არც იყო მიღებული. ეს განცხადება გაკეთდა მხოლოდ იმის გამო, რომ დაეშოშმინებინათ საზოგადოება და ასევე ქვეყნის გარეთაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც მიეცათ გარკვეული გზავნილი, რომ ასეთ დემოკრატიულ ნაბიჯს დგამს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება.

ეს აღმოჩნდა ტყუილი ისევე, როგორც ძალიან ბევრი დაპირება, რომელიც მათ გასცეს წლების განმავლობაში

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგი წერეთელი საუბრობს ქართული ოცნების უმრავლესობის მხრიდან დაპირებული პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებაზე.

კომენტარები