პროპორციული საარჩევნო სისტემა

ბაქრაძე: საზოგადოებამ უნდა აჩვენოს ივანიშვილს მოტყუებისა და აბუჩად აგდების ფასი

ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ოპოზიციური პარტიები იმიტომ, რომ მსჯელობა გრძელდება, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო გადაწყვეტილება, ერთი რამ უკვე შეიძლება, ითქვას - საზოგადოებამ ივანიშვილს მოტყუების და აბუჩად ფასი უნდა აჩვენოს. ის, რაც დღეს მოხდა პარლამენტში, ეს იყო საარჩევნო სისტემა, ეს არ არის პოლიტიკური ელიტების თემა, ეს არის ქართული ოცნებისა და ივანიშვილის მხრიდან საზოგადოების მოტყუება და აბუჩად აგდება.

ჩვენ პირდაპირ მოვისმინეთ, რომ ამ ქვეყანაში იქნება ის საარჩევნო სისტემა, რომელშიც მოიგებს ქართული ოცნება. დღეს კიდევ ერთხელ მოვისმინეთ, რომ არაფერს, არც სიტყვას, არც პირობას, არც ხელმოწერას აქვს ფასი, როდესაც საკითხი ეხება ხელისუფლების შენარჩუნებას.

ეს არის საზოგადოების გამოწვევა, ამიტომ საზოგადოებამ თავისი პროტესტი უნდა აჩვენოს. უნდა აჩვენოს, რომ თავს მასხრად არ ააგდებინებს ქართულ ოცნებას და რა ფორმით და რა მეთოდით ვიზამთ ამას, ამაზე უკვე მსჯელობენ შეკრებილი ლიდერები

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციიდან ტვ პირველს ერთვება. ქართულმა ოცნებამ დადებული პირობა არ შეასრულა და პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდო, რამაც მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია

კომენტარები