თალაკვაძე ოცნების ყოფილ დეპუტატებზე: პოზიტიურ ინიციატივებში გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი

მე რა თქმა უნდა, ძალიან ვწუხვარ, რომ არაერთმა ჩვენმა თანაგუნდელმა გუშინდელი კენჭისყრის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით. მე პატივს ვცემ, რა თქმა უნდა, მათ გადაწყვეტილებას, თუმცა ხვალ, 11:00 საათზე, გვექნება უმრავლესობის სხდომა, ჩვენ აუცილებლად მოვიკრებთ ძალას და ავიღებთ მომავალზეც პასუხისმგებლობას.

უმრავლესობის სხდომაზე შევიკრიბებით ის დეპუტატები, ვინც რჩებიან უმრავლესობის რიგებში. რაც შეეძლება ჩვენს თანაგუნდელებს, რომლებმაც სამწუხაროდ დატოვეს, ჩვენ გვქონდა მათთან ინდივიდუალური კონსულტაციები. მომავალში ყველა მნიშვნელოვან რეფორმასა და პოზიტიურ ინიციატივებში ჩვენ გვაქვს მათი მხარდაჭერის იმედი და დარწუნებული ვარ, ეს ასეც იქნება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმ 12 დეპუტატზე, რომელმაც საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების გამო დატოვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები