ქართული ოცნება

კობახიძე: ვიდრე ოპონენტები რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ, ჩვენ სოფელ-სოფელ ვესაუბრებით ხალხს

ვიდრე რადიკალურ ნაბიჯებს გეგმავენ და ახორციელებენ ჩვენი ოპონენტები, ჩვენ ვესაუბრებით ხალხს. ანუ ჩვენ დამატებით ქულებს ვიწერთ არჩევნებისთვის და ისინი კარგავენ რესურსებს არჩევნებისთვის, ამიტომ, მათ მოვუწოდებ ისინიც დაკავდნენ ამით, ესაუბრონ ხალხს და ნუ ესაუბრებიან ერთმანეთს. ასეთ შემთხვევაში მათ აქვთ მეტი შანსი, რომ ცოტა მეტი შედეგი აჩვენონ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე. 

ჩვენ ვაგრძელებთ ხალხთან ურთიერთობას სოფელ-სოფელ, ქალაქ-ქალაქ

ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ერთერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან ილაპარაკა. უმრავლესობის სხდომის პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია გაიმართა.

კომენტარები