საპროტესტო აქცია პარლამენტთან

ვაშაძე: არ ვიშლებით, ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას

არსად არ ვიშლებით და ვისაც ერთი ადგილი აქვს, ვიწყებთ პარლამენტის პიკეტირებას. იმიტომ, რომ ამ ორგანომ დაკარგა მთლიანად ლეგიტიმაცია. მორჩა, როცა გეუბნება ქვეყნის არაფორმალური მმართველობა, ფეხებზე მკიდიხართ თქვენ, მოქალაქეებო, ოპოზიციურო პარტიებო, არასამთავრობო ორგანიზაციებოო, კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა რადიკალური ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ, რომ საქართველო დავუბრუნოთ მის მოქალაქეს.

ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტის წინ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას.

კომენტარები