აქცია პარლამენტთან

უგულავა შსს-ს დათვლილ მომიტინგეთა რიცხვზე: 5500 არა, 5557 იყო

ღრმა ტყუილია. 5500 არა, გაცილებით, ალბათ ერთი 0-ით მეტი იყო და თვითონ ის ფაქტი, რომ პოლიცია გამოდის და იმ პირობებში, როდესაც ამდენი პრობლემა არის ქვეყანაში, მათ შორის, კრიმინალის კუთხით და [პოლიცია] ხაზს უსვამს ამას, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ მათ, ვინც ამ პოლიციელს, საცოდავ ვაჟა სირაძეს, დაავალეს ამის თქმა, რომ 5500 [არა], 5557 იყო - ისინი პანიკაში არიან. არაადეკვატურები [არიან].

პარტია ევროპული საქართველოს წევრის გიგი უგულავას კომენტარი ტვ პირველთან შსს-ს ინფორმაციაზე, რომ პარლამენტის წინ აქციაზე 5 500-მდე ადამიანი გამოვიდა. ბრიტანული საერთაშორისო გამოცემა Reuters კი წერს, რომ აქციაზე 20 000-მდე ადამიანი გამოვიდა. პროტესტი მას შემდეგ განახლდა, რაც პარლამენტმა 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე უარი თქვა. აქციის მოთხოვნა ე.წ. "გერმანული მოდელით" ვადამდელი არჩევნებია.

კომენტარები