კალაძე: 2020-ის არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, არჩევნებს იგებს ნდობა და არა სისტემა

2020 წელს არჩევნები ჩატარდება შერეული სისტემით ისევე, როგორც ტარდებოდა აქამდე, უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე.

არჩევნებს იგებს საზოგადოების ნდობა და არა საარჩევნო სისტემა. შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჩვენ სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში შევცვალეთ ძალადობითა და სისასტიკით გამორჩეული რეჟიმი, რომელიც პრაქტიკულად სრულად აკონტროლებდა პოლიტიკურ პროცესთან დაკავშირებულ ყველა ინსტიტუტსა და ინსტრუმენტს.

ნაციონალური მოძრაობის მთავარი დევიზი - ძალაუფლება ნებისმიერ ფასად - უცვლელი რჩება. ვინაიდან არცერთი საარჩევნო სისტემის პირობებში მათ გამარჯვების შანსი არა აქვთ, ისინი დესტრუქციის შემოტანით ცდილობენ, სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ მსჯავრდებულ სააკაშვილთან ერთად, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. ბუნებრივია, ეს მცდელობაც წარუმატებლობისთვის არის განწირული.

ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას "ნაციონალური მოძრაობის და მისი განშტოებების მიერ მართულს" უწოდებს. ის გამორიცხავს აქციის მონაწილეების მოთხოვნების შესრულებას, რომ ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული მოდელით ჩატარდეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები