უგულავა: დაგვარბევენ? მოვალთ და ისევ დავდგებით, ეს პროტესტი არ დამთავრდება

დაკავებასაც არ გამოვრიცხავ, არც დარბევას გამოვრიცხავ. დაგვარბევენ ახლა? მოვალთ და ისევ დავდგებით. დაგვარბევენ მერე? - კიდევ მოვალთ და ისევ დავდგებით. ეს პროტესტი არ დამთავრდება. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქართველო არ არის დღეს ივანიშვილის გამო ჩვეულებრივ კრიზისში. ჩვენ ვიმყოფებით, პოლიტიკურთან ერთად, მორალურ კრიზისში და აქედან გამოსავალი არის მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე პროპორციული არჩევნები, რომ ერთგვარი საერთო საფუძველი მაინც ამ გახლეჩილ, დაქუცმაცებულ საზოგადოებაში მოიძებნოს და ამ კრიზისიდან გამოვიდეთ.

ივანიშვილის გაჯიუტება არის მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ვინც მხოლოდ ძალაუფლებისთვის იბრძვის, ის კარგავს ამ ძალაუფლებას. ივანიშვილი ამის ზღვარზეა და ივანიშვილი აუცილებლად დაკარგავს ამ ძალაუფლებას, იმიტომ რომ ის აღარ იმსახურებს და მას აღარ გააჩნია საზოგადოებრივი ლეგიტიმაცია.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება შსს-ს განცხადებას, სადაც უწყებამ აღნიშნა, რომ პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კანონის ფარგლებს გასცდნენ და ადმინისტრაციული ორგანოს შტურმის ან ბლოკირების გაგრძელების მცდელობის შემთხვევაში, პოლიცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ ბიზნესპარტნიორები, რომლებმაც დავის გადასაწყვეტად კანონიერ ქურდებს მიმართეს

კომენტარები