აქციის დაშლა

მშვილდაძე: ვერ მოითმინეს, ვერ აიტანეს, უნდათ ჩანერგონ შიში, მაგრამ არ გამოუვათ!

ეს არის ჩვეულებრივი დარბევა. ვერ მოითმინეს, ვერ აიტანეს. ეს არის ძალის დემონსტრირება. უნდათ რომ ჩანერგონ შიში. მაგრამ არამგონია! არავის არ გამოსვლია ამ შიშის ჩანერგვა და არც ამათ არ გამოუვათ. იმიტომ რომ ამბავი, რასაც ვაპროტესტებთ იმდენად ნათელია ჩვენთვის, რომ არ გვაქვს უნარი თვალი დავხუჭოთ ამაზე. 

სირცხვილიას ერთერთი ორგანიზატორი მიშა მშვილდაძე ტვ.პირველის ეთერში. სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის დაშლა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

კომენტარები