სამარცხვინო ფაქტი მოხდა. ბიურო ტარდება სპეცრაზმის პირობებში. დღეს ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად გააფორმა, რომ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მუშაობენ ის ადამიანები, რომლებიც არიან ქართულ ოცნებაში. ასეთი სამარცხვინო ფაქტი [მოხდა], რომ ოპოზიციის წარმომადგენლები, ვისაც აქვს უფლება, ვალდებულება და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ბიუროს სხდომაში, არ შეუშვეს პარლამენტში და არ შეუშვეს ბიუროს სხდომაზე.
ასეთი სამარცხვინო გვერდი ქართული პარლამენტის ისტორიაში მე არ მახსოვს, ამიტომ საუბარი არ არის იმაზე, რომ არ გვითხრეს. არ გვითხრეს კი არა, საერთოდ არ შეუშვეს ჩვენი წარმომადგენლები და ოფიციალურად გააფორმეს, რომ ეს არის მხოლოდ ქართული ოცნების პარლამენტი.