პროპორციული არჩევნები

ვოლსკი: ასე არაა, რომ ივანიშვილის დაძახება საკმარისია იმისთვის, რომ ყველა ერთ აზრზე იყოს

ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე იდგა უმრავლესობა. აზრი რეალურად გაიყო და ეს ახალი არ არის. ამათმა რაც არ უნდა ისაუბრონ იმაზე, რომ პარტიის ლიდერი არის ვინც განაპირობებს ყველაფერს და მისი ერთი დაძახება საკმარისია იმისათვის, რომ ყველა ერთი და იგივე აზრზე იყოს - არ არის ეს ასე. მე რაც ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს არასდროს არ ყოფილა ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება იმ დღის წესრიგში, რომლითაც ვიცხოვრეთ დღემდე. არასოდეს!

აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი პოლიტიკური ძალისხმევა და შეგნება გამოვავლინეთ მაშინ, როცა სხვადასხვა პოზიციებზე მდგომმა კოლეგებმა გადავწყვიტეთ, რომ ერთიანობა შეგვენარჩუნებინა.

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი. პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ქართული ოცნების უმრავლესობა 12-მა დეპუტატმა დატოვა.

კომენტარები