პროპორციული საარჩევნო სისტემა

იალოვიცი: საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს

ივნისში გაკეთებული განცხადება [პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით] ძალიან კარგი აზრი იყო. ახლა კი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ საქართველო დემოკრატიის გზაზე ნაბიჯს უკან დგამს. ყველა თანხმდება, რომ პროპორციულ სისტემას შესაძლოა თავისი გამოწვევები ჰქონდეს იმ კუთხით, რომ პარლამენტში ბევრ პატარა პარტიას შეუძლია მოხვდეს. თუმცა, ეს იქნება გარანტია იმისა, რომ ერთ პარტიას არ ექნება, თითქმის, დიქტატორული ძალაუფლება, ანუ კონსტიტუციური უმრავლესობა. ხალხი სწორედ ამას აპროტესტებს. რასაც ახლა მე ვუყურებ, ძალის გამოყენებას, ეს ძალიან ცუდია. ეს არის ნაბიჯი უკან.

საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, კენეტ იალოვიცი ქართული ოცნების მიერ პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩაგდებას და მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას ეხმაურება. კომენტარს "ამერიკის ხმა" ავრცელებს.

კომენტარები