პროპორციული არჩევნები

დიღმელაშვილი: თუ ვინმესთან დგომა არ მოგწონთ, თქვენით გააკეთეთ, თუ ჩვენთან მოხვალთ, მიგიღებთ

ჩამოდით ჩვენთან და უზრუნველვყოთ იყოს სამართლიანი არჩევნები. მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ ჯგუფს, ჩვენ არ გვაქვს მონოპოლია ბიძინა ივნაიშვილის წინააღმდეგ პროტესტზე, ეს სცენა არის ჩვენი, თქვენ შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ, შემოუერთდეთ ჩვენს მთავარ მოთხოვნას, საზოგადოების მთავარ დაკვეთას, რომელსაც ადასტურებს კვლევები - ეს არის სამართლიანი პროპორციული არჩევნები.

მაგრამ კვირის სხვა დღეებში აუცილებელიც არის, რომ თქვენ არ დააგდოთ ტემპერატურა და ყველას, ვისაც ვიღაცასთან დგომა არ მოგწონთ, როგორც ლაგდება ხოლმე თავში - თქვენით გააკეთეთ ყველაფერი, შეაწუხეთ და თუ მოხვალთ ჩვენთან, მიგიღებთ და გულში ჩაგიკრავთ, მოდით, მოგიწოდებთ, ორშაბათს, 7 საათზე ყველანი მოდით

სირცხვილიას ორგანიზატორის შოთა დიღმელაშვილის თქმით, ორშაბათს, 19:00-ზე მასშტაბური აქცია გაიმართება, რის შემდეგაც, სამშაბათის პლენარული სხდომის ჩასაშლელად პიკეტი გაიმართება.

კომენტარები