პროპორციული სისტემა

ჩუგოშვილი პროპორციულზე: არ მეგონა, მიამიტი თუ ვიყავი - ვერ ვიჯერებდი, რომ საკითხი ჩავარდა

არ მეგონა, მიამიტი თუ ვიყავი, მაგრამ ბოლო წამამდე ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს ცვლილება გავიდოდა. იმდენად დარწმუნებული ვიყავი, რომ ტაბლოზე როცა დაიწერა კენჭისყრის შედეგები, რაღაც დროის განმავლობაში მეგონა, რომ შეცდომა იყო, მეგონა, რომ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდებოდა, უბრალოდ, ვერ ვიჯერებდი იმას, რომ ეს საკითხი ჩავარდა

ყოფილი ვიცესპიკერი თამარ ჩუგოშვილი TV პირველის ეთერში. მან ქართული ოცნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა.

კომენტარები