არჩევნები 2020

ხუნდაძე პროპორციულზე: ეს კანონპროექტი აბსოლუტურად შეგნებულად დავამუხრუჭეთ

​ჩვენ ეს კანონპროექტი აბსოლუტურად შეგნებულად დავამუხრუჭეთ იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ ამაში რეალურ საფრთხეებს. ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა ცხოვრობდეს სტაბილურად, მას უნდა ჰქონდეს ძლიერი მთავრობა. ამ რეალობაში, ამ პარტიულ ველზე კი ეს [პროპორციული სისტემა] ყველა პირობას იძლევა იმისთვის, რომ ქვეყანას არ ჰქონდეს გრძელვადიანი პერსპექტივა.

თქვა მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში. ის ერთ-ერთი დეპუტატია იმათ შორის, ვინც მხარი არ დაუჭირა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას და კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები