ინფლაცია

გახარია სებ-ს: გამოიყენეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობისთვის

მინდა, ეროვნულ ბანკს მოვუწოდო, აქტიურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი ფასების სტაბილურობის და ინფლაციის ტარგეტირების უზრუნველსაყოფად. დღეს ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად, კოორდინირებულად, ეროვნულ ბანკთან ერთად, უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ როგორც ეკონომიკური ზრდა მთავრობის მხრიდან, ასევე, ინფლაციის ზღვრული ნორმები, რომელიც ჩვენ გვქონდა წლის დასაწყისში დაგეგმილი და ფასების სტაბილურობა. ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა და, რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან გადავდგამთ ყველა აუცილებელ ნაბიჯს, თუმცა, ასევე, მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც მისი კომპეტენციის ფარგლებშია

მიმართა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ეროვნულ ბანკს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კომენტარები