პროპორციული სისტემა

ძიძიგური: ბოქლომი დავადო პარლამენტს? არავითარ შემთხვევაში, ეს 8 წელი მნიშვნელოვანი იყო

არავითარ შემთხვევაში, როგორ გეკადრებათ, ჩემთვის ის რვა წელიწადი არ იყო წყალში გადაყრილი რვა წელიწადი, ძალიან მნიშვნელოვანი რვა წელიწადი გავატარე "ოცნებასთან" ერთად, მე არ ვაპირებ უარის თქმას იმ წლებზე, რომელიც გავატარე "ოცნებასთან" ერთად, მაგრამ ახლა წავიდე და ბოქლომი დავადო პარლამენტს? ამას მეუბნებით?

პროპორციული სისტემისთვუის ბრძოლა დამთავრდა, სამართლებრივი და პოლიტიკური გზით დამთავრდა, მე არ ვიცი, ჩემი კოლეგები ოპოზიციიდან როგორ ფიქრობენ, რომ აქციები და პროტესტი იქნება მათთვის წარმატების მომტანი, თუმცა ეს მათი გადაწყვეტილებაა

პარლამენტის ყოფილი ვიცესპიკერი ზვიად ძიძიგური პალიტრანიუსის ეთერში, კითხვაზე, თუ ფიქრობს, რომ ოპოზიცია მართალია, რატომ არ დგას მათ გვერდით აქციებზე. ძიძიგურმა საპარლამენტო უმრავლესობა მას შემდეგ დატოვა, რაც ქართულმა ოცნებამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო.

კომენტარები