პროპორციული სისტემა

კილაძე: საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ოპოზიცია თავად მოხვდება

2012 წლიდან ვისმენთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ქართულ ოცნებას დაასრულებს, მაგრამ რეალურად რასაც ვხედავთ, ისინი რა მოძალადეებიც იყვნენ, ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლაც იგივეს აგრძელებენ. უბრალოდ, მათ ბერკეტები აღარ აქვთ და რა ბერკეტიც შემორჩათ, იმას იყენებენ. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში ჯოჯოხეთში ისინი თავად მოხვდებიან, რადგან დიდ რუსთაველს თუ დავესეხებით, ბოროტს კეთილი ამარცხებს

ინტერპრესნიუსის ცნობით, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციის სამოქმედო გეგმა იქნება ხელისუფლებაზე წნეხი და მათთვის "პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა".

კომენტარები