პროპორციული საარჩევნო სისტემა

ხუნდაძე: ყველა დაპირებას წავიღებ უკან, როცა რისკები არსებობს

დაპირება რატომ არ შესრულდა? - პირადად ჩემგან ეს იყო პირობადებული კომპრომისი. უმრავლესობის სხდომაზე მე დავსვი კითხვა და მოვითხოვე პასუხი იმ რისკებზე, რაზეც მე ვსაუბრობდი. ეს საკითხი დავაყენე პარლამენტშიც.

ოპონენტების მხრიდან იყო კითხვა, ხომ დაგვპირდით და ჩვენი თანაგუნდელებისგანაც იყო პასუხი - ხომ შევპირდით.

დავპირდით და შევპირდით არის პასუხი? ეს ქვეყანა არ არის საცდელი ობიექტი. და თუ რისკები არსებობს, თუნდაც დავპირდი, აუცილებლად წავიღებ უკან, თუ ჩემი ქვეყნის მომავალი მაინტერესებს და არა სავარძელი. პასუხისმგებლობა ყველას უნდა ჰქონდეს და არა ის, რას დავპირდი. 

თქვა დიმიტრი ხუნდაძემ ტვ პირველის ეთერში. ქართული ოცნების დეპუტატი ერთ-ერთია, ვინც ხელი შეუწყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონპროექტის ჩავარდნას. კანონპროექტის ჩაგდებით ქარულმა ოცნებამ 24 ივნისს გაცემული დაპირება არ შეასულა. ხუნდაძე მომევნო კვირას გეგმავს, პარლამენტში დაარეგისტრიროს პროექტი, რომელიც საარჩევნო სისტემის სრულად მაჟორიტარულზე გადასვლას გულისმხობს.

კომენტარები