პროპორციული არჩევნები

უგულავა: ჩვენი მიზანი აიკიდოს მეთოდია, თვითონ იკეთებენ პიკეტს

ე.ი მიზანი უკვე შესრულებულია, ჩვენი მიზანი არის აიკიდოს მეთოდი, აიკიდოში მოწინააღმდეგის ენერგია უნდა გამოიყენო, თუ პოლიცია გადაკეტავს, თუ ავტობუსებით ჩახერგავენ, ჩვენც იქ დავდგებით და კი ბატონო, მეტი კი არაფერი არ გვინდა, თვითონ იკეთებენ პიკეტს, ეს არის ზუსტად ჩვენი ამოცანა, მაქსიმალურად დავზოგოთ ჩვენი ენერგია და გამოვიყენოთ მოწინააღმდეგის ენერგია, თუ პოლიცია ჩაკეტავს, კი ბატონო

ევროპული საქართველოს წევრი გიგი უგულავა პარლამენტისკენ მსვლელობისას. ცნობისთვის, აქციის მონაწილეები პარლამენტის პიკეტირებას აპირებენ, თუმცა, საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული.

კომენტარები