მდინარაძე პიკეტირებაზე: შეგვეძლო, დაგვეცადა და სისხლის სამართლებრივი ზომები მიგვეღო

ეს ადამიანები [აქციის მონაწილეები] აანონსდებდნენ, რომ შეძლებდნენ საქართველოს პარლამენტის ბლოკირებას. ისინი სიტყვებში, დანაშაულის გამორიცხვისთვის, კი პიკეტირებას ამბობდნენ, მაგრამ ჩვენ პირველ შემთხვევაში [18 ნოემბერს] ვნახეთ, რომ ბლოკირების მცდელობა იყო.

ისინი ცდილობდნენ პარლამენტის ბლოკირებას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და ითვალისწინებს ამ ქმედებას სისხლის სამართლის 222-ე მუხლი.

ჩვენ შეგვეძლო, რომ 2-3 დღე დაგვეცადა, ბლოკირება მოეხდინათ, არ შესულიყო პარლამენტარი [პარლამენტში], თუ ამის საშუალება მიეცემოდათ გაცვეთილ კმარელებს და ამის შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით იმოქმედებდა სახელმწიფო

ქართული ოცნების უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დემონსტრანტების მიერ პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებასა და სპეცრაზმის მიერ მათ 2-ჯერ დარბევაზე საუბრობს. 17 და 25 ნოემბერს აქციის "ერთად ერთის წინააღმდეგ" მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელები დააპიკეტირეს. ორივე შემთხვევაში სპეცრაზმმა ისინი წყლის ჭავლებით დაარბია.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები