ივანიშვილი: მივწერ კონგრესს, ტრამპს, რომ NGO-ები მათი ფულით აშშ-ის ინტერესებს აზარალებენ

კიდევ მაქვს პატარა გეგმები, რომ დავარწმუნოთ და კარგად ვაჩვენოთ ვაშინგტონს, რა ხდება აქ. თუ არ გამოვიდა ამ ხერხით, მე არ გამოვრიცხავ, რომ საჯაროდ მივმართო ღია წერილით კონგრესს თუ გნებავთ, თუ გნებავთ სენატს და თუ გნებავთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ საჯაროდ ავუხსნა, რა ხდება აქ, როგორ ხდება ის, რომ ამერიკული ფულით დაფინანსებული ორგანიზაციები ამერიკულ ინტერესებს აზარალებენ... 

...მე კონკრეტულად მივწერ, რომ ამერიკის ინტერესებს, ამერიკის სახელმწიფოს ინტერესებს აზარალებენ ცალკეული ჩინოვნიკები, როდესაც ამერიკელი ამომრჩევლის დაფინანსებული ფულით აბსოლუტურად ამერიკის სახელმწიფოს საპირისპირო პოლიტიკას ატარებენ, ყველასთვის გასაგებია, რომ ნაცმოძრაობა და სააკაშვილი არ ადარდებს ამერიკის სახელმწიფოს... ამერიკის სახელმწიფოს საპირისპიროს აკეთებენ ეს NGO-ები და მსგავსი კვლევები. მე არ გამოვრიცხავ, თუ ვერ მოხერხდა ამაზე რეაქციის მიღება, საჯაროდ, ღია წერილით მივმართო კონგრესს, სენატს, ან ორივეს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასეთი სამწუხარო რეალობაა საქართველოში 

ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

კომენტარები